
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, კატრინ კოლონას თქმით, საქართველო და მოლდოვა დესტაბილიზაციის მცდელობის წინაშე დგანან და ამ მცდელობებზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ სანქციების განხილვა გამართლებულია.
"საქართველო და მოლდოვა - ეს ორი ქვეყანა დესტაბილიზაციის მცდელობების წინაშე დგას, რაც ჩვენს უდიდეს სიფხიზლეს მოითხოვს და შეიძლება გამართლებული იყო ამ მცდელობებზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესების განხილვის დაწყება", - ამბობს კატრინ კოლონა.
შეგახსენებთ, Politico-ს ინფორმაციით, ორშაბათს, რამდენიმე ევროპელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა მოუწოდა ევროკავშირს, სანქციები დაუწესდეს მოლდოვასა და საქართველოში "დესტაბილიზაციის მცდელობებში" მონაწილე ოლიგარქებს.