EU-ს საგარეო მინისტრებმა მოითხოვეს მოლდოვასა და საქართველოში პრორუს ოლიგარქებს სანქციები დაუწესდეს - Politico

გამოქვეყნდა:

Politico წერს, რომ ორშაბათს, რამდენიმე ევროპელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა მოუწოდა ევროკავშირს, სანქციები დაუწესდეს მოლდოვასა და საქართველოში "დესტაბილიზაციის მცდელობებში" მონაწილე ოლიგარქებს.

"ეს ორი ქვეყანა დესტაბილიზაციის მცდელობების წინაშე დგას, რაც ჩვენს უდიდეს სიფხიზლეს მოითხოვს და შეიძლება გამართლებული იყო ამ მცდელობებზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესების განხილვის დაწყება", - თქვა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კატრინ კოლონამ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ.

მედია წერს, რომ რუმინელმა და ესტონელმა კოლეგებმა, ასევე მოუწოდეს ბლოკს, სანქციები დაწესდეს მოლდოვაში პრორუსი ოლიგარქების წინააღმდეგ. 

გამოცემა წერს, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანმა შეჭრამ უკრაინაში გაზარდა შიში, რომ მოსკოვი ჩაერევა ყოფილი საბჭოთა ქვეყნების, განსაკუთრებით მოლდოვას პოლიტიკაში. ქვეყანამ საჯაროდ განაცხადა კრემლის გეგმებზე მთავრობის დამხობასთან დაკავშირებით. 

"პოლიტიკო" წერს, რომ მოლდოვამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღო უკრაინასთან ერთად, მაშინ, როცა საქართველოს მოუწევს სტატუსის მიღებამდე რამდენიმე რეფორმა გაატაროს, მათ შორის ოლიგარქების პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენის შესახებ.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ათასობით ადამიანმა 2 კვირის წინ თბილისში საპროტესტო აქცია გამართა "უცხოელი აგენტების“ საკამათო კანონპროექტის წინააღმდეგ, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის თქმით, მოსკოვის მიერ იყო ნაკარნახევი. Politico წერს, რომ "ქართული ოცნების" დამფუძნებელს, ყოფილ პრემიერ ბიძინა ივანიშვილის მჭიდრო კავშირები აქვს რუსეთთან. 

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი