მმართველი პარტიის დეპუტატები, პარტიის შიგნით არსებულ რღვევას უარყოფენ და ამბობენ, რომ დეპუტატები ვისაც, მანდატის დატოვება სურთ, დაიღალნენ.
"სად ხედავთ რღვევას, ამილახვარი წავიდა მინისტრად, რღვევაა ეს... კოვზანაძე ამ საქმესთან საერთოდ არის დაკავშირებული, მას აქვს თავისი გეგმები, სად მიდის არ ვიცი...
სერგეენკომ ხომ თქვა, გადავიღალეო და წავალ დავისვენებო და არ ვიცი, გავიდა უკვე წელიწადნახევარი, ზოგი გადაიღალა დასვენება უნდათ. მე არ [დავღლილვარ] ენერგია მაქვს" - ამბობს ბეჟან წაქაძე
შეგახსენებთ, ირაკლი კოვზანაძემ მანდატის დატოვების განცხადება უკვე დაწერა, თუმცა "მთავარი არხის" ინფორმაციით პარლამენტის დატოვება ასევე გადაწყვეტილი აქვს დავით სერგეენკოს, ვლადიმერ ჩაჩიბაიას, გიორგი ხელაშვილს, ელგუჯა გოცირიძეს და ნინო იობაშვილს.
დღეს ისინი საქართველოს პარლამენტში არ გამოჩენილან.
იხილეთ ასევე: