"ქართული ოცნების" შემომწირველები ტენდერებს უკონკურენტოდ იგებენ - "ფლანგვის დეტექტორი"

გამოქვეყნდა:

18 მილიონის ტენდერები "ქართული ოცნების" შემომწირველებისთვის - ამის შესახებ ინფორმაციას "ფლანგვის დეტექტორი" ავრცელებს. მათი ცნობით, კომპანია "ბეტკომ" 2013 წლიდან დღემდე 58 ტენდერი მოიგო. აქედან 16 ტენდერში კომპანიამ უკონკურენტოდ გაიმარჯვა. ირკვევა, რომ "ქართული ოცნების" შემომწირველები არიან როგორც კომპანიის ყოფილი მეწილე, მიხეილ კირვალიძე, ასევე ახლანდელი მეწილე ვახტანგ მარჯანიძეც.

"ფლანგვის დეტექტორმა" დაადგინა, რომ ორივე მათგანმა  მმართველ პარტიას 2014 წელს, ჯამში, 120 000 ლარი შესწირა.

28 შემთხვევაში იყო, როდესაც მათ დაწიეს სწრაფად ფასი. ეჭვის საფუძველს იძლევა იმისას, რომ სახელმწიფო უწყებები აწვდიან ინფორმაციას იმ ფასის შესახებ, რა ფასის ქვემოთაც უნდა დაწიოს ტენდერში მონაწილე კომპანიამ ფასი, რომ შემდეგ მოხდეს გამარჯვება. სახელმწიფოს აქვს ასეთი პოლიტიკა, რომ თუ შესწირავ ფულს მმართველ პარტიას, ამ შემთხვევაში იგებ ტენდერებს -  ამბობს "ფლანგვის დეტექტორის" მკვლევარი ნოდარ ჩაჩანიძე.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი