"ინფორმაცია სიცრუეა" | ოზურგეთის მერია კუბოს ფორმის საყვავილეებში დახარჯულ 2 მილიონზე

გამოქვეყნდა:

ოზურგეთის მერია, "ფლანგვის დეტექტორის" მიერ გავრცლებულ განცხადებას ეხმაურება და წერს, ორგანიზაციის მიერ გავრცელებული განცხადება სიცრუეა და აღნიშნული თანხა სამი ლოკაციის რეაბილიტაციასა და ინფრასტრუქტურულ განახლებაზე იხარჯება.
 
 განცხადება სრულად: 

"გვსურს გამოვეხმაუროთ „ფლანგვის დეტექტორის“ მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას, სადაც წერენ, თითქოს „ოზურგეთში საყვავილეების მოწყობა ბიუჯეტს 2.15 მლნ ლარი დაუჯდა“ - აღნიშნული ინფორმაცია არის სიცრუე და არ შეესაბამება სიმართლეს!

სინამდვილეში, სამუშაოების შესყიდვა კანონმდებლობით დადგენილი წესების სრული დაცვით ჩატარდა და აღნიშნული თანხა (2 151 053 ლარი) ოზურგეთის ცენტრალური მოედნის, მიმდებარე ჭადრების პარკისა და იოანე პეტრიწის ქუჩაზე მდებარე სკვერის - ანუ სამი ლოკაციის რეაბილიტაციაზე და ინფრასტრუქტურულ განახლებაზე იხარჯება.

ამჟამად, ოზურგეთში დასრულების ეტაპზეა ქალაქის ცენტრალური მოედნის და პარკების მშენებლობის სამუშაოები; პროექტის ფარგლებში მოხდა ინფრასტრუქტურის განახლება, გაკეთდა გარე განათებები, დამატებითი გამწვანება, მოეწყო დეკორაციები, დაიდგა სანაყინე ჯიხურები, ახალი ნაგვის ურნები და სკამები"- წერია განცხადებაში

იხილეთ ასევე:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი