ჩვენთვის ცნობილია, რომ სხვა პარტიები რეგიონებში საკუთარ კანდიდატებს დაასახელებენ - ზოდელავა

გამოქვეყნდა:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრის, მურთაზ ზოდელავას თქმით, მათთვის ცნობილია, რომ პოლიტიკურ გაერთიანებაში "ძალა ერთობაშია" შემავალი სხვა პარტიებიც რეგიონებში საკუთარი მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენას გეგმავენ.

თბილისში მიღწეულია ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება, ეს შეთანხმება ეფუძნება მთლიანად ჩვენ მიერ განსაზღვრულ ინიციატივას, ჩვენ ვიცით, რომ 8-დან 6-ვე ოლქში ჩვენ გვყავს ძალიან საინტერესო და კარგი კანდიდატები ყველა ოლქში, რეგიონში ჩვენივე კანდიდატები არიან მზად იბრძოლონ ბოლომდე, მაქსიმალური ზიანი მიაყენონ "ქართულ ოცნებას" და დანარჩენ პარტიებსაც, როგორც ჩვენთვის ცნობილი ხდება, აქვთ ამგვარი მიდგომა, რომ თავიანთი კანდიდატები დაასახელონ. მე ვთვლი, რომ ეს ფორმულა იმუშავებს და "ქართული ოცნება" აუცილებლად დამარცხდება ამ არჩევნებში, - თქვა მურთაზ ზოდელავამ.

ამ მიდგომას არ ეთანხმება "ევროპული საქართველო", რომლის ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა გადაწყვეტილებას "ტაქტიკური შეცდომად" აფასებს. პარტიამ 27 ივლისს, ოპოზიციურ პარტიებს რეგიონებში წარსადგენ კანდიდატებთან დაკავშირებით კოორდინირება შესთავაზა, საკუთარი სიის პირველ ნომრად კი დავით ბაქრაძე დაასახელა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი