იაპონია უკრაინისთვის საარტილერიო იარაღის მისაწოდებლად 30 მლნ დოლარს გამოყოფს

გამოქვეყნდა:

იაპონია უკრაინისთვის საარტილერიო იარაღის მისაწოდებლად, NATO-ს სატრასტო ფონდის მეშვეობით 30 მილიონ დოლარს გამოყოფს, 470 მლნ დოლარი კი ენერგეტიკის სექტორისა და სხვა ინდუსტრიებისთვისაა განკუთვნილი, - ამის შესახებ იაპონიის პრემიერმინისტრმა ფუმიო კიშიდამ კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"იაპონიამ გადაწყვიტა გამოყოს 470 მილიონი დოლარი ახალი ორმხრივი საგრანტო დახმარების სახით ენერგეტიკის სექტორისა და სხვა ინდუსტრიებისთვის, ასევე 30 მილიონი დოლარის არალეტალური იარაღის მიწოდებისთვის ნატოს სატრასტო ფონდის მეშვეობით" - თქვა კიშიდამ.

მანვე აღნიშნა, რომ იაპონია ასევე უწევს უკრაინას დახმარების ფართო სპექტრს ისეთ სფეროებში, როგორიცაა განაღმვის, მაუწყებლობის, განათლების, საჯარო ადმინისტრაციის გაძლიერება და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, თავისი უნიკალური ექსპერტიზის გამოყენებით.

"ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას, როგორც ეს მხოლოდ იაპონიას შეუძლია" - თქვა მან.

გარდა ამისა, იაპონიის პრემიერმა ზელენსკი G7-ის სამიტზე მიიწვია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი