უკრაინის პრეზიდენტმა ვოლიდიმირ ზელენსკიმ მიიღო მიწვევა, მონაწილეობა მიიღოს მაისში G7-ის ქვეყნების ჯგუფის სამიტში, რომელიც ონლაინ ფორმატში გაიმართება, - ამის შესახებ მან იაპონიის პრემიერმინისტრ კიშიდა ფუმიოსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ბატონმა პრემიერმინისტრმა კიშიდამ მიმიწვია მონაწილეობა მივიღო შვიდთა ჯგუფის სამიტში, რომელიც მაისშია დაგეგმილი ქალაქ ჰიროშიმაში. მე მივიღე მოწვევა ონლაინ ფორმატში მონაწილეობის მისაღებად", - თქვა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 21 მარტს იაპონიის პრემიერმინისტრი კიევში ჩავიდა.