"რუსები სრულად უგულებელყოფენ ცეცხლის შეწყვეტის სრულ და გრძელვადიან შეთავაზებას - ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ რუსეთის ერთადერთი მიზანი - ომის გაგრძელებაა" | სიბიგა

გამოქვეყნდა:

"რუსები სრულად უგულებელყოფენ ცეცხლის შეწყვეტის სრულ და გრძელვადიან შეთავაზებას. ისინი ფრონტის ხაზზე, უკრაინის პოზიციებზე თავდასხმებს აგრძელებენ. მოსკოვი ხელიდან უშვებს კიდევ ერთ შესაძლებლობას იმისა, რომ მკვლელობები დაასრულოს. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ რუსეთის ერთადერთი მიზანი - ომის გაგრძელებაა. მაშინ, როცა უკრაინა ძალისხმევას არ იშურებს, რომ ომი დაასრულოს და დიპლომატიას შანსი მისცეს. პრეზიდენტმა ზელენსკიმ პუტინს პირადი შეხვედრაც კი შესთავაზა, თუმცა პასუხი ჯერ არ მოგვისმენია".

- წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა X-ზე.

 ცნობისთვის, უკრაინასა და რუსეთს შორის უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინიციატივით 30-დღიანი ზავი ორშაბათს უნდა დაწყებულიყო. ინიციატივას მხარს უჭერდნენ ევროპელი ლიდერები, ასევე აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი. ზელენსკის ინიციატივას პუტინმა საგანგებო განცხადებით უპასუხა და თქვა, რომ ზელენსკის თურქეთში მოლაპარაკებების მაგიდასთან იწვევდა. საპასუხოდ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პუტინს თურქეთში პირადად დაელოდებოდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი