რუსეთ-უკრაინას შორის 15 მაისს სტამბოლში დაგეგმილ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, სერგეი ლავროვი თურქ კოლეგას ტელეფონით ესაუბრა

გამოქვეყნდა:

რუსეთ-უკრაინას შორის 15 მაისს სტამბოლში დაგეგმილ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი თურქ კოლეგას, ჰაკან ფიდანს ტელეფონით ესაუბრა. საუბრის დეტალები უცნობია. ამასთან, ამ დრომდე უცნობია, დაესწრება თუ არა შეხვედრას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი. 

რუსეთის საგარეოს ცნობით, შეხვედრაზე "ვლადიმერ პუტინის ინიციატივასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს, რომელიც უკრაინის საკითხზე პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყებას ეხება"

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, 11 მაისს პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ თურქეთი "მზადაა გააკეთოს ყველაფერი, მათ შორის [ჩაატაროს] მოლაპარაკებები, ცეცხლის შეწყვეტისა და ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველსაყოფად". ასევე, ცოტა ხის წინ, ცნობილი გახდა, რომ ერდოღანმა პრეზიდენტ ზელენსკისთან ტელეფონით ისაუბრა და აღნიშნა, რომ ორივე მხარემ შესაძლებლობების ფანჯარა უნდა გამოიყენოს და ეს შესაძლებლობა ხელიდან არ უნდა გაუშვას.

შეგახსენებთ, რომ უპირობო და პირდაპირი მოლაპარაკებების 15 მაისიდან თურქეთში გამართვა პუტინმა უკრაინას შესთავაზა - რაზეც ზელენსკიმ მას უპასუხა, რომ ხუთშაბათს სტამბოლში პირადად დაელოდება. მოგვიანებით, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა არ გამორიცხა, რომ ხუთშაბათს უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებებზე თურქეთში თავადაც ჩავიდეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი