საერთაშორისო სავალუტო ფონდი და უკრაინა შეთანხმდნენ 15,6 მილიარდი დოლარის დაფინანსების პაკეტზე

გამოქვეყნდა:

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა სამშაბათს განაცხადა, რომ უკრაინასთან თანამშრომლების დონეზე მიაღწიეს შეთანხმებას 15,6 მილიარდი დოლარის ღირებულების ოთხწლიანი დაფინანსების პაკეტზე.

ორგანიზაციის პირველი სესხი ომის მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისთვის, სავარაუდოდ, უახლოეს კვირებში დამტკიცდება. შეთანხმებას რატიფიცირება სავალუტო ფონის საბჭომ უნდა გაუკეთოს.

ეს ასევე იქნება ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფინანსური პაკეტი, რომელიც უკრაინამ მიიღო რუსეთის შემოჭრის შემდეგ.

"რუსეთის შეჭრა უკრაინაში აგრძელებს დამანგრეველი გავლენის ქონას ეკონომიკაზე: აქტივობა შემცირდა 30 პროცენტით 2022 წელს, განადგურდა კაპიტალის დიდი წილი და გაიზარდა სიღარიბის დონე", - თქვა IMF-ის წარმომადგენელმა გევინ გრეიმ განცხადებაში.

მისივე თქმით, შეთანხმება მოახდენს უკრაინის "მსხვილმასშტაბიანი შეღავათიანი დაფინანსების მობილიზებას" საერთაშორისო დონორებისა და პარტნიორებისგან.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი