ჯაშუში ხარო ტარიელ ნაკაიძეს ეძახეს, მეც არ დამაკლეს, ვისი ჯაშუში ვარ არ იციან - სამნიძე ჩხუბზე

გამოქვეყნდა:

დეპუტატი ხათუნა სამნიძე ცოტა ხნის წინ პარლამენტში მომხდარ ჩხუბს ეხმაურება და ამბობს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები მათ ჯაშუშებს, აგენტებს, ეძახიან. სწორედ ამ რეპლიკებმა გამოიწვია შემდეგ ფიზიკური დაპირისპირებაც.

"სხედან და ჯაშუშებს გვეძახიან, აგენტებს და კანონი რომ ჩააგდეს ამათთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს - აგენტია ყველა. ჯაშუში ხარო ტარიელ ნაკაიძეს ეძახეს. მეც არ დამაკლეს, მაგრამ ვისი ჯაშუში ვარ არ იციან", - წერს ხათუნა სამნიძე. 

ცოტა ხნის წინ პარლამენტში სხდომათა დარბაზში დაპირისპირება იყო. "ქართული ოცნებიდან" ფორმალურად გასულმა დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ ოპოზიციონერ დეპუტატ ტარიელ ნაკაიძეს მიკროფონი ჩაარტყა. სიტყვიერი დაპირისპირება იყო უმრავლესობისა და ოპოზიციის სხვა დეპუტატებს შორისაც.

ცნობისთვის, ვიქტორ ჯაფარიძე ანტიდასავლური განცხადებებით ცნობილი"ხალხის ძალის“ წევრია, რომელიც POSTV-ის 52%-იან წილს ფლობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი