ზაპოროჟიეში, კორპუსის დაბომბვის შედეგად 18 ადამიანი დაშავდა - მათ შორის ბავშვებიც

გამოქვეყნდა:

ზაპოროჟიეში მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვის შედეგად 18 ადამიანი დაშავდა.

ზაპოროჟიეს საკრებულოს მდივნის, ანატოლი კურტევის თქმით, დაშავებულებს შორის ორი ბავშვია - 7 და 9 წლის . ჰოსპიტალიზებულია 11 ადამიანი, მათგან ოთხის მდგომარეობა მძიმეა, შვიდი კი საშუალო სიმძიმისაა. 

საავადმყოფოში გადაიყვანეს ბავშვებიც.

ადგილზე ამჟამად სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.

ზაპოროჟიეზე სარაკეტო იერიში ოკუპანტებმა ცოტა ხნის წინ მიიტანეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი