სუბარმა შემატრიალა და მითხრა, რომ 20 წელია იცის, რომ მე ვარ აგენტი - ნაკაიძე დაპირისპირებაზე

გამოქვეყნდა:

ტარიელ ნაკაიძის თქმით, "ხალხის ძალის" დეპუტატმა სოზარ სუბარმა მას დღეს აგენტი უწოდა, თუმცა არ დაუკკონკრეტებია, ვისი. "დღის სტუმრის" ეთერში, ნაკაიძემ საკანონმდებლო ორგანოში დღეს მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა, რა დროსაც სუბარის თანამოაზრე ვიქტორ ჯაფარიძემ მას ზურგში მიკროფონი ჩაარტყა.

"თითქოს მიზეზად აქციეს, რომ მე მათ ვეძახდი მოღალატეს და ამას მარტო მე არ ვეძახი, ეძახის მთელი საქართველო. სოზარ სუბარმა შემატრიალა, მთხოვა, რომ მივსულიყავი მასთან და მითხრა, რომ მე ვარ აგენტი და 20 წელია მიცნობს და 20 წლის განმავლობაში იცის, რომ ვარ აგენტი. ვკითხე, ვისი აგენტი ვარ და თუ იცის, რომ აგენტი ვარ, რატომ აქამდე არ მოხდა შესაბამისი მიდგომა. როცა არგუმენტი არ ჰქონდა და პასუხი ვერ გამცა, დაიწყო გინება რასაც მოჰყვა საპასუხო გინებაც." თქვა ნაკაიძემ "მთავარი არხის" ეთერში.

ნაკაიძის თქმით, სუბარის დღევანდელი მოქმედება იყო იმ დამოკიდებულების გამოვლინება, რომელიც ხელისუფლებას აქვს უმცირესობების მიმართ.

შეგახსენებთ, ტარიელ ნაკაიძეს ვიქტორ ჯაფარიძის გარდა მიკროფონი დღეს უმრავლესობის წევრმა, ლევან მგალობლიშვილმაც ესროლა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი