რუსეთში ფორუმი გაიმართა, სადაც "რუსეთ-საქართველოს შორის, ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებზე" ისაუბრეს

გამოქვეყნდა:

2022 წელს, რუსეთი საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორი გახდა - აცხადებს რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე დიმიტრი ვოლვაჩი. მისი თქმით, რუსეთის წილმა საქართველოს საგარეო ვაჭრობაში 16%-ს გადააჭარბა.

ეს განცხადება მან ეკონომიკურ ფორუმზე გააკეთა, რომლის სახელწოდება იყო - "რუსეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები".

"რუსეთის 71 რეგიონი ინარჩუნებს სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებს საქართველოს რესპუბლიკასთან, რაც არის საკმაოდ ბევრი...ცალკე აღვნიშნავ, რომ 2023 წლის იანვარ-თებერვლის საქართველოს სტატისტიკის მიხედვით, რუსეთი პირველ ადგილზეა საქართველოს რესპუბლიკის ყველა სავაჭრო პარტნიორს შორის 16%-ზე მეტი წილით, რომელმაც ამ სტატისტიკით ტრადიციულ ლიდერს, თურქეთსაც კი გაუსწრო" ამბობს რუსეთის ოფიციალური პირი.

მისივე ცნობით, 2022 წელს საქართველოში რუსული ექსპორტის სტრუქტურა მოიცავდა მინერალურ პროდუქტებს, ნავთობპროდუქტებს, გაზს, საკვებ პროდუქტებს, ქიმიურ პროდუქტებს, ლითონებს, მანქანა-დანადგარებს.

ამავე ფორუმზე, დუმის დეპუტატმა, ლეონიდ კალაშნიკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი და საქართველო პირდაპირი ავიარეისებისა და სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან ახლოს არიან. 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი