
როსტოვში, FSB-ის შენობაში გაჩენილ ხანძარზე პასუხისმგებლობა პარტიზანულმა მოძრაობამ აიღო რომლის სახელწოდებაა „შავი ხიდი“.
„FSB არის ფარისევლობის, ძალადობის და უსამართლობის საყრდენი ქვეყანაში. სწორედ ამ სტრუქტურის თანამშრომლები ამზადებენ სისხლის სამართლის საქმეებს არასასურველი ადამიანების წინააღმდეგ, ართმევენ ბიზნესს მეწარმეებს, დივერსიას უწყობენ სამოქალაქო პირებს, აწამებენ და ფიზიკურად ანადგურებენ ოპოზიციონერებსა და მოწინააღმდეგეებს“, ნათქვამია პოსტში, რომელიც მოძრაობამ ტელეგრამზე გამოაქვეყნა.
ამავე პოსტიდან ირკვევა, რომ ხანძარი თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობიდან გაჩნდა, რომელიც საწვავის კონტეინერში იყო დამონტაჟებული.
დონის როსტოვში, FSB-ის სასაზღვრო დაცვის შენობაში ხანძარი 16 მარტს გაჩნდა. ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა.