
წინასწარი ინფორმაციით, ზაპორიჟიაში საცხოვრებელ კორპუსებზე რუსული რაკეტის სროლის შედეგად 18 ადამიანი დაშავდა, მათგან ერთი საავადმყოფოში გარდაიცვალა - ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, რუსეთის მიერ კორპუსის დაბომბვას ქალი ემსხვერპლა, თუმცა სხვა დეტალები ჯერ არ გავრცელებულა.
ცნობისთვის, დღეს ოკუპანტებმა ზაპოროჟიეში ორი ცხრასართულიანი კორპუსი დაბომბეს. დაშავებულთა შორის კი ორი: 7 და 9 წლის ბავშვია. ადგილზე ამჟამად სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.
ზაპოროჟიეზე სარაკეტო იერიში ოკუპანტებმა ცოტა ხნის წინ მიიტანეს.
ამავე თემაზე: