პარტიის დატოვებაზე ნაფიქრი მაქვს - დეკანოიძე

გამოქვეყნდა:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ხატია დეკანოიძის თქმით, მას პარტიის დატოვებაზე ნაფიქრი აქვს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ აქვს.

დეკანოიძის თქმით, პარტიის სხვა წევრებთან მას უთანხმოება ბოიკოტის საკითხთან დაკავშირებით აქვს.

"მე დარღვეული მაქვს ბოიკოტი, მე არ ვიზიარებ ბოიკოტის პოზიციას, მე მაქვს აზრთა სხვადასხვაობა ჩემს კოლეგებთან და გუშინაც დავადასტურე საკმაოდ მძიმე საუბრები. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს ჩემი პოზიცია არის სწორი. ნებისმიერი გადაწყვეტილება იქნება პირადად ჩემს მიერ გაჟღერებული.

მე ამაზე [პარტიის დატოვებაზე] ნაფიქრი მაქვს. ნაფიქრი მაქვს იმ კონტექსტში, რომ ბოიკოტი არ მიმაჩნია გზად, ამიტომ ვნახოთ, შევხედოთ როგორ გაგრძელდება. თუმცა ჩემი გადაწყვეტილება იქნება ჩემს მიერ გაჟღერებული და არავითარი სხვის მიერ", - თქვა ხატია დეკანოიძემ.

პარლამენტში ენმ-ის ფრაქციის დატოვებაზე ფიქრობს ბლოკი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშიას" წევრი ბაჩუკი ქარდავაც. მისი თქმით, ჯერჯერობით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს.

შეგახსენებთ, ენმ-ს ფრაქცია ამჟამად საპარლამენტო ბოიკოტშია. ხატია დეკანოიძემ კი ფრაქციის თავმჯდომარეობა 31 იანვარს დატოვა. ამ ნაბიჯს წინ უძღოდა პარტიის ახალი თავმჯდომარის განცხადება, სადაც ლევან ხაბეიშვილი ამბობდა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლებისთვის, მზად იყვნენ საპარლამენტო და საკრებულოს მანდატები დაეტოვებინათ. დეკანოიძემ ხაბეიშვილი ამ განცხადებისთვის მკაცრად გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ კოლეგებთან შეუთანხმებლად ასეთი განცხადებები არ უნდა გაეკეთებინა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი