საქართველოში გერმანიის საელჩოს ინფორმაციით, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და საგარეო საქმეთა მინისტრს.
გარდა ამისა მინისტრი შეხვდება სტუდენტებს, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს.
დაგეგმილია ანალენა ბერბოკის ჩასვლა საოკუპაციო ხაზთან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) წარმომადგენლებთან საუბარი.
შეგახსენებთ, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისში, ხვალ ჩამოდის.