თენგიზ ცერცვაძე ყოფილი ჯანდაცვის მინისტრის წინააღმდეგ

გამოქვეყნდა:

"რა გაუკეთა" და "რა გაუფუჭა" ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით სერგეენკომ ქართულ მედიცინას - შიდსისა და ინფექციური პათოლოგიის ცენტრი ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს და "ქართული ოცნების" საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატს უპირისპირდება.  

Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებული წერილის ავტორები დავით სერგეენკოს უმძიმეს ბრალდებას უყენებენ და პირდაპირ წერენ, რომ სწორედ მინისტრმა სერგეენკომ, სრულიად გამიზნულად მიიყვანა მათი სამედიცინო დაწესებულება განადგურების პირას. 

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია ამბობს, რომ დამატებითი კომენტარები არ გაკეთდება, რადგან მისი თქმით, თენგიზ ცერცვაძემ საკმარისი კითხვები უკვე დასვა. 

ინფექციურ კლინიკაში დავით სერგეენკოს რეაგირებას ელიან და ამბობენ, რომ შემდგომი ნაბიჯებიც ყოფილი მინისტრის პასუხზე იქნება დამოკიდებული.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ის, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მთლიანი სისტემა ჩამოშლილია, დავით სერგეენკოს "დამსახურებაა".

ჩამოშლილია ეს სექტორი. საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა ყოველწლიურად უძირო ქვევრივით ნთქავდა ასობით მილიონს ბიუჯეტიდან და მას არ ჰქონდა ის შედეგი, რა დანახარჯებიც იყო გაწეული. სერგეენკოს გაფუჭებული საქმის გამოსწორება ითავა ქალბატონმა ტიკარაძემ და მიიღო აბსოლუტურად საშინელი დადგენილება მთავრობა, რამაც კლინიკები დატოვა შემოსავლების გარეშე და ელემენტარული დანახარჯების ანაზღაურებაც არ შეეძლოთ ამ მოდელით, - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი რომან გოცირიძე. 

"ევროპული საქართველოს" წევრი გიგი წერეთელი მიიჩნევს, რომ უცნაურია ის კონტექსტი, რომელშიც წინასაარჩევნო კამპანიისას ყოფილ ჯანდაცვის მინისტრს ასეთი დარტყმა მიაყენეს. 

მაშინ იყო სერგეენკო მუდმივად ზენიტში, სახელდებოდა, როგორც ყველაზე წარმატებული. მაგრამ უნდა ვთქვათ, რომ იმ საყოველთაო ჯანდცვის პროგრამას, რომელმაც გარკვეულწილად გააფართოვა შესაძლებლობები, ძალიან ბევრი უარყოფითი მხარეც ჰქონდა, - ამბობს გიგი წერეთელი. 

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრისგან ამ დრომდე კომენტარის მიღება ვერ ხერხდება, რადგან იგი "მთავარის" სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.     

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი