განვლილ 1 წელში, არ დაფიქსირებულა სანქციების დარღვევის არცერთი ფაქტი - ფინანსთა მინისტრი

გამოქვეყნდა:

საბაჟო დეპარტამენტის ეფექტური მუშაობის შედეგია, რომ განვლილი 1 წლის განმავლობაში, არ დაფიქსირებულა დაწესებული სანქციებს დარღვევის არცერთი ფაქტი საქართველოში - აცხადებს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი სანქცირებულ რუსულ პროდუქტთან დაკავშირებით.

როგორც მან პარლამენტში, "მინისტრის საათის" ფორმატში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ყველა პროდუქტი და საბაჟო ოპერაცია, განსაკუთრებულ საბაჟო  კონტროლს ექვემდებარება და ფინანსთა სამინისტრო ამ კუთხით, მუდმივ კონტაქტზეა ამერიკელ და ევროპელ კოლეგებთან.

ხუციშვილის თქმით, საერთაშორისო სანქციების დაწესების პირველივე დღეებიდან, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო რისკების მართვის სამმართველოში, შექმნილია შესაბამისი სამუშაო ჯგუფი, რომელიც ახორციელებს აღნიშნული სანქციების აღსრულების ცენტრალიზებულ კონტროლს.

"აღნიშნულ პერიოდში შეიქმნა 16 რისკის პროფილი, რომლის საფუძველზეც ოპერატიულად იდენტიფიცირდება და კონტროლდება, როგორც სანქცირებული ფიზიკური პირების, კომპანიების დანიშნულებით მიმავალი, ისე სანქცირებული ფიზიკური პირებიდან და კომპანიებიდან მომავალი აკრძალული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილება, აგრეთვე, ტრანზიტის, ექსპორტისა და რეექსპორტის პროცედურები" განაცხადა ხუციშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს მიეცა საერთაშორისო სანქციების სასწავლო პლატფორმა DOLFIN-ზე დაშვება და ამჟამად, საბაჟო დეპარტამენტის ორმა თანამშრომელმა უკვე მოიპოვა სანქციების აღსრულების ექსპერტის სერტიფიკატი. 

პოტენციურად სანქცირებული ოპერაციების თავიდან ასაცილებლად კი, მინისტრის თქმით, მუდმივი კონსულტაციები მიმდინარეობს ეკონომიკურ ოპერატორებთან:

„ზემოაღნიშნული ძალისხმევის შედეგად – მიღებულია საბაჟო-გამშვები პუნქტებიდან სანქცირებული საქონლის უკან გაბრუნების 1000-ზე მეტი საბაჟო გადაწყვეტილება, გაფორმების ეკონომიკურ ზონებში საქონლის ექსპორტის ან რეექსპორტის განზრახვის თაობაზე, პირის ზეპირი/წერილობითი მომართვისას უარის თქმის 600-ზე მეტი საბაჟო გადაწყვეტილება" ამბობს ლაშა ხუციშვილი.

ხუციშცვილის თქმით, აღნიშნული საქონელი, ძირითადად, საყოფაცხოვრებო დანიშნულების იყო.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი