თბილისის მერის, კახი კალაძის განცხადებით, მეტროსადგურებში "ახმეტელის თეატრი", "ვარკეთილი" და "დიდუბე" ე.წ. ტურნიკეტების მოწყობის პროექტი უკვე წარედგინა პოლონურ კომპანიას და დადასტურებას ელოდებიან.
კალაძის განცხადებით, დადასტურებიდან 3 თვეში შესაძლებელი იქნება, პროექტი დასრულებული იყოს.
"ე.წ. ტურნიკეტების მოწყობასთან დაკავშირებით შერჩეულია პოლონური კომპანია, რომელიც მუშაობს ამ საკითხზე. ველოდებით დადასტურებას. ჩვენ წარვუდგინეთ პროექტი, კერძოდ, რისი გაკეთება გვინდა. დადასტურებიდან სამ თვეში უკვე შესაძლებელი იქნება, რომ პროექტი იყოს დასრულებული. ასევე, გვაქვს მეორე, ცოტა გრძელვადიანი - „ახმეტელის თეატრის“ მეტროს ახალი ამოსასვლელ-ჩასასვლელის პროექტი. იგივე არის მეტროსადგურ „სამგორთან“ დაკავშირებით.
ამ ყველაფერზე ვმუშაობთ აზიის განვითარების ბანკთან, ასევე, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ერთად, რომ მოხდეს 12 მეტროსადგურის სრული რეაბილიტაცია, განახლება და ათ მეტროსადგურზე შესაბამისი პროექტის განხორციელება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, კალაძემ პირველად 5 ოქტომბერს თქვა, რომ მეტრო სადგურებში "ახმეტელის თეატრი" და "ვარკეთილი" ახალი "ტურნიკეტები" დამონტაჟდება.