ციხეში რომ გადაიყვანონ, 2-3 დღეში მიშას სიცოცხლე ფატალური შედეგით დასრულდება - გიორგი სააკაშვილი

გამოქვეყნდა:

მესამე პრეზიდენტის ძმა, გიორგი სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ ციხეში დაბრუნების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე, 2-3 დღეში ფატალური შედეგით დასრულდება. ის ამბობს, რომ "ვივამედს" პასუხისმგებლობის თავიდან არიდება უნდა.

"ფაქტობრივად აღიარეს, რომ მიშას მდგომარეობა არის ძალიან მძიმე და უნდათ პასუხისმგებლობას თავი აარიდონ და მიმართავენ პენიტენციურ სისტემას, თქვენ გადაწყვიტეთ. ფაქტობრივად თქვეს, რომ დააბრუნეთ ციხეში, მიიღეთ გადაწყვეტილება, მიშა რომ გადაიყვანონ სიტყვაზე ციხეში, დარწმუნებული ვარ, რომ 2-3 დღეში მისის სიცოცხლე ფატალური შედეგით დასრულდება", - ამბობს გიორგი სააკაშვილი. 

"ვივამედმა" 22 მარტს განაცხადა, რომ პენიტენციურს მიმართავენ შეაფასოს სააკაშვილის კლინიკაში შემდგომი დაყოვნების მიზანშეწონილობა.  განცხადებაში ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილი იმყოფება მხოლოდ სიმპტომურ მკურნალობაზე, უნდობლობას აცხადებს მედპერსონალის მიმართ და უარს ამბობს შეთავაზებული მკურნალობის სქემაზე. მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, მიმართავენ სახალხო დამცველს, ისინი ითხოვენ ომბუდსმენთან არსებული კონსილიუმის მესამე პრეზიდენტთან შესვლას, რათა მათ შეაფასონ როგორია რეალურად.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი