მე არ გეთანხმებით ასეთ ლეიბელინგში - ასე პასუხობს "ქართული ოცნების" დეპუტატი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი შეკითხვას, გულისხმობდა თუ არა ანალენა ბერბოკი თავის განცხადებაში, რუსულ კანონს.
ჩვენ ვხედავთ ქვეყნის პროევროპული კურსიდან გადახვევის მცდელობებს - აცხადებს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც დღეს თბილისში ჩამოდის და ოფიციალურ შეხვედრებს ხვალიდან დაიწყებს.
საქართველოში გერმანიის საელჩოს ინფორმაციით, ანალენა ბერბოკი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და საგარეო საქმეთა მინისტრს.
გარდა ამისა მინისტრი შეხვდება სტუდენტებს, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს.
დაგეგმილია ანალენა ბერბოკის ჩასვლა საოკუპაციო ხაზთანაც.