
ბრიტანეთის პრინცი უილიამი ვარშავაში პოლონეთის პრეზიდენტს, ანდჟეი დუდას შეხვდა. უელსის პრინცის სპიკერის განცხადებით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა უკრაინის ომზე და მის გავლენაზე პოლონურ საზოგადოებაზე.
უელსის პრინცმა მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ დუდასა და პოლონელ ხალხს, უკრაინელი ხალხის მხარდაჭერისთვის.
პრინცი უილიამი უკრაინის საზღვართან, ჟეშუვის ბაზაზეც იმყოფებოდა, შემდეგ კი, ვარშავაში, უკრაინელი დევნილების ცენტრში ქალები და ბავშვები მოინახულა.