"ევროკავშირი გმობს რუსეთის მაღალი რანგის წარმომადგენლის უკანონო მუქარას" | EU მედვედევის "სარაკეტო მუქარაზე"

გამოქვეყნდა:

ევროკავშირმა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის მუქარის შემდეგ, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის თქმით, EU გმობს რუსეთის მაღალი რანგის წარმომადგენლის უკანონო მუქარას, რომ გამოიყენოს ძალა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსა და იმ ქვეყნის წინააღმდეგ, სადაც ის მდებარეობს.

შეგახსენებთ, რომ მედვედევმა 20 მარტს საკუთარ ტელეგრამ არხზე დაწერა: "სავსებით შესაძლებელია 
წარმოვიდგინოთ ჰიპერბგერითი "ონიქსის" რუსული გემიდან ჰააგის მიმართულებით გაშვება
".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი