
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება და წერს, რომ სავსებით შესაძლებელია წარმოვიდგინოთ ჰიპერბგერითი რაკეტა რუსული გემიდან როგორ მიდი სასამართლოს მიმართულებით.
ის პოსტში წერს, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო "უაზრო" და "უსარგებლოა".
"ბატონებო, ყველა დადის ღმერთისა და რაკეტების ქვეშ. სავსებით შესაძლებელია წარმოვიდგინოთ ჰიპერბგერითი "ონიქსის" მიზანმიმართული გამოყენება ჩრდილოეთის ზღვიდან, რუსული გემიდან ჰააგის სასამართლოს მიმართულებით. ვერავინ ჩამოაგდებს მას. და სასამართლო კი უბრალოდ საცოდავი საერთაშორისო ორგანიზაციაა და არა ნატოს ქვეყნების მოსახლეობა. ამიტომ ომი არ დაიწყება. მათ შეეშინდებათ. შემბრალებელიც არავინ იქნება. ასე რომ, მოსამართლის მოქალაქეებო, ყურადღებით შეხედეთ ცას ..." - წერს მედვედევი.
ცნობისთვის, 17 მარტს ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ ვლადიმირ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა. ორდერი გაიცა ბავშვთა საკითხების ომბუდსმენის მარია ლვოვა-ბელოვას დაკავებაზეც. მოსკოვი აცხადებს, რომ ICC-ის იურისდიქციას არ ცნობს.