გახარია-პომპეოს საუბრის ფონზე ოპოზიციის განცხადებები კიდევ უფრო სასაცილო ხდება - წულუკიანი

გამოქვეყნდა:

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის თქმით, ოპოზიცია საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინააღმდეგ ბრძოლას აგრძელებს, როცა ცდილობს, რომ საქართველომ ამერიკისგან მხარდაჭერა არ მიიღოს.

მხოლოდ გუშინდელი სატელეფონო საუბარი რომ ავიღოთ ორ პირს შორის, ამის ფონზე, მხოლოდ ამ ერთი კონტაქტის და მისი შინაარსის ფონზე, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო სასაცილო ხდება ოპოზიციის სპეკულაციები და განცხადებები, რომ აშშ თავს ანებებს საქართველოს და ქართველ ხალხს და რომ ამ მეგობრობაში და პარტნიორობაში ჩნდება რაღაც ხინჯი, - თქვა თეა წულუკიანმა.

მაიკ პომპეოსა და გიორგი გახარიას შორის სატელეფონო საუბარი 27 ივლისს შედგა. მთავრობის განცხადებით, მხარეებმა გლობალური პანდემიის საერთო გამოწვევებზე ისაუბრეს და ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების დინამიკა განიხილეს. გიორგი გახარიამ სატელეფონო საუბრისას აღნიშნა, რომ სახელმწიფო მდივანს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მისთვის მოსახერხებელ დროს სიამოვნებით უმასპინძლებს.

პრემიერმა და აშშ სახელმწიფო მდივანმა ასევე ისაუბრეს რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზე, ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, ოკუპირებულ ტერიტორიებსა და ეკონომიკის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებაზე.

სატელეფონო საუბრისას, ასევე ყურადღება დაეთმო მომავალ საპარლამენტო არჩევნებსა და განხორციელებულ საარჩევნო რეფორმებს. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ახლახან მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები ხელს უწყობს პოლიტიკური პლურალიზმის გაზრდას საქართველოს პარლამენტში და ხელს შეუწყობს პოზიტიურ ცვლილებებს საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებასა და დემოკრატიულ პროცესში, - წერია მთავრობის განცხადებაში.

ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმაც გააკეთა, რომელიც მიიჩნევს, რომ საუბარი"კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა", რომ ჩვენს სტარტეგიულ პარტნიორთან მრავალმხრივი ურთიერთობა და პარტნიორობა გვაკავშირებს და ეს პარტნიორობა ყოველდღიურად ღრმავდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი