"ავთანდილ თალაკვაძე სამუშაო კაბინეტის თავზე კაფე რესტორანს იშენებს" | დავით მჟავანაძე

გამოქვეყნდა:

ოზურგეთის მერი, ავთანდილ თალაკვაძე სამუშაო კაბინეტის თავზე კაფე რესტორანს იშენებს, - ინფორმაციას სოციალურ ქსელში ენმ-ის წევრი, დავით მჟავანაძე ავრცელებს.

მისივე ინფორმაციით, მერიის ადმინისტრაციულ შენობაში ელექტრონული ბარიერები დამონტაჟდება და შენობასა და თალაკვაძის პირად კაფე რესტორანში საშვის გარეშე შესვლა შეიზღუდება. 

ავთანდილ თალაკვაძე, არც მეტი არც ნაკლები, სამუშაო კაბინეტის თავზე კაფე რესტორანს იშენებს, ხოლო დავით დარჩიას მეტრო და ოცი სანტიმეტრის სიმაღლის დასაჯდომ კვარცხლბეგს უმზადებს. ადმინისტრავიულ შენობაში ელექტრონული ბარიერები დამონტაჟდება და როგორც შენობაში ასევე მერის პირად კაფე რესტორანში საშვის გარეშე შესვლა შეიზღუდება. გილოცავთ ბატონო ლავრდნტი, როგორც გამოცდილ თამადას მერის პირადი კაფ რესტორანი თქვენთვის ახალი ასპარეზია. ეს ხუმრობით და აღნიშნული პროექტის განხორციელება ოზურგეთის მოსახლეობას მილიონობით ლარი დაუჯდრბა. ქალაქის მერი ქალაქის ცენტრში დადგმული კუბოს ფორმის ქოთნების შემდეგ თუ კიდე რაიმეთ გამაოცებდა არ მეგონა" - წერს დავით მჟავანაძე.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ოზურგეთის მერიამ ცენტრალურ პარკში, კუბოს ფორმის საყვავილეები დადგა, რომლის მოწყობაც ბიუჯეტს ₾2.15 მილიონი დაუჯდა. მერია კი ამას უარყოფს და ამბობს, რომ სიცრუეა და აღნიშნული თანხა 3 ლოკაციის რეაბილიტაციასა და ინფრასტრუქტურულ განახლებაზე იხარჯება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი