"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" ( NDI) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 30%-ს სჯერა, რომ კორონავირუსი ლაბორატორიაში შეიქმნა და ის გამიზნულად გავრცელდა.
გამოკითხულთა, 13 პროცენტის აზრით, კორონავირუსი ბუნებრივად გაჩნდა, 22 პროცენტის აზრით, ლაბორატორიაში შეიქმნა და შემთხვევით გავრცელდა, ხოლო 3 პროცენტი ფიქრობს, რომ ის საერთოდ არ არსებობს.
გარდა ამისა, კვლევის მიხედვით, საქართველოში გამოკითხული ყოველი მე-10 მოქალაქე ფიქრობს, რომ კორონავირუსის გავრცელება ინტერნეტტექნოლოგიების გადამცემ სისტემას - 5G-ს უკავშირდება.
კვლევა 26-30 ივნისის პერიოდში ჩატარდა. სულ გამოიკითხა 1,550 ადამიანი მთელი ქვეყნის მასშტაბით. ყველა ინტერვიუ ჩატარდა სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩა. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე.
შეგახსენებთ, რომ 25 ივლისს, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელმა 16 მილიონს გადააჭარბა.