2.5-ჯერ მეტი ტერიტორია აქვს რუსეთს უკვე ოკუპირებული, 100 000-ზე მეტი დაღუპული, ეს არის უკრაინიზაცია - კობახიძე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ომში მყოფ ქვეყანაზე ამბობს, რომ უკრაინაში 2.5 ჯერ გაიზარდა ოკუპირებული ტერიტორიების არეალი. მისივე თქმით, მოსახლეობის ნახევარი ან ლტოლვილია, ან დევნილი, ან ცხოვრობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. 

კობახიძემ თქვა, რომ ეს არის უკრაინიზაცია, რომელზეც პრემიერმინისტრმა ისაუბრა.

"უკრაინიზაციას დავუბრუნდები კიდევ ერთხელ, არ მოგეწონათ ეს ტერმინი, პრემიერმა ამაზე ისაუბრა, მეც პატარა აქცენტებს გავაკეთებ. ორნახევარჯერ გაიზარდა ოკუპაციის არეალი, მას შემდეგ, რაც დაიწყო 24 თებერვალს, შარშან ომი. ორნახევარჯერ მეტი ტერიტორია აქვს რუსეთს უკვე ოკუპირებული შარშანდელ ვითარებასთან შედარებით. მოსახლეობის ნახევარი, 40 მილიონიდან დაახლოებით 20 მილიონი წარმოიდგინეთ, არის ან ლტოლვილი, ან დევნილი, ან ცხოვრობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, 20 მილიონი ადამიანი, ეს არის უკრაინიზაცია, კარგად რომ იცოდნენ ჩვენმა კოლეგებმა. შარშან ჰქონდათ 35%-იანი ეკონომიკური ვარდნა, ეს არის კატასტროფა, რაც გვქონდა ჩვენ 90-იანი წლების დასაწყისში, იყო ზუსტად ეს მაჩვენებელი. 35% ეკონომიკური ვარდნა, არის უბრალოდ კატასტროფა, ინფრასტრუქტურა განადგურებული, 100 000-ზე მეტი დაღუპული, ახსნეა პრემიერმა, 500 ბავშვია მარტო, ეს არის უკრაინიზაცია, რაც ავარადიეთ ჩვენ ჩვენ ქვეყანას და თქვენ ყველაფერს აკეთებდით ამისათვის საქართველოში. სიღარიბის აღმოფხვრამ, მსოფლიო ბანკის ოფიციალური მონაცემებით, გადაიწია 15 წლით უკრაინაში, ისედაც დასჭირდებოდა მინიმუმ 15 წელი, კიდევ 15 წლით გადაიწია. [...] სრული კატასტროფა", - თქვა კობახიძემ. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი