გამოკითხულთა 53%-ს სჯერა, რომ რწმენა მორწმუნეებს კორონავირუსისგან იცავს - NDI

გამოქვეყნდა:

"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" (NDI) კვლევის მიხედვით, დღემდე საქართველოში კორონავირუსის გავრცელებისა და სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებელს გამოკითხულთა 17 პროცენტი ჩვენს გენეტიკასა და რელიგიას უკავშირებს.

რაც შეეხება კითხვას, რამდენად ეთანხმებით მოსაზრებას, რომ რწმენა ამ რელიგიის მორწმუნეებს კორონავირუსით ინფიცირებისგან იცავს, გამოკითხულთა 53% ამბობს, რომ ეთანხმება, 38% არ ეთანხმება, ხოლო 9% ამბობს, რომ არ იცის. გარდა ამისა, გამოკითხულთა 10%-მა განაცხადა, რომ წლევანდელ სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო.

გარდა ამისა, კვლევის მიხედვით, საქართველოში გამოკითხული ყოველი მე-10 მოქალაქე ფიქრობს, რომ კორონავირუსის გავრცელება ინტერნეტტექნოლოგიების გადამცემ სისტემას - 5G-ს უკავშირდება.

კვლევა 26-30 ივნისის პერიოდში ჩატარდა. სულ გამოიკითხა 1,550 ადამიანი მთელი ქვეყნის მასშტაბით. ყველა ინტერვიუ ჩატარდა სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩა. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე.

შეგახსენებთ, რომ 25 ივლისს, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელმა 16 მილიონს გადააჭარბა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი