დღეს მათ შეიწერეს დაგინება, შეწერილი გაქვთ ბიჭებო - სანიკიძე "ოცნებას"

გამოქვეყნდა:

სანამ არ დაადასტურებთ რომ ფული მაქ აღებული, მანამდე შეწერილი გაქვთ ჩემგან - გუბაზ სანიკიძე "ქართულ ოცნებას" პასუხობს. "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემა "დღის სტუმარში" სანიკიძემ პარლამენტში მომხდარი დაპირისპირების დეტალები გაიხსენა: 

"ჯოგი იყო ჯოგი. სახელი მათი ლეგიონი. რამოდენიმე ვიცანი, რამოდენიმე ვერ ვიცანი, გასარკვევია ვინც ვერ ვიცანი ვინ იყვნენ. 2-3 კაცი ჩემთვის უცნობი იყო, არა პარლამენტის წევრები. გიენები არიან, მძორიჭამიები არიან, ბანდაა, ბიძნა მონები, ფეხის მფხანელები, დღეს მათ შეიწერეს დაგინება ჩემთან, სანამ არ დაამტკიცებენ, რომ 100 ათასი დოლარი ავიღე ნაციონალური მოძრაობიდან, მანამდე შეწერილი გაქვთ ბიჭებო  კობახიძე შენ განსაკუთრებით. 

არაკაცი ხისთავიანი ღარიბაშვილი რომ ჩემზე ლაპარაკობს, პასუხი უნდა გამეცა. მარტო ვიყავი, ეგეთი კურდღლები არიან ამდენი რომ წამომესიენ. მინდა მადლობა გადავუხადო ლევან ბეჟაშვილის, კადრებში ეს არ ჩანს, მთავარი ჩხუბი მანამდე იყო. ლევან ბეჟაშვილი დამიდგა გვერდზე. ვიყავით ორნი, ესენი იყვნენ ჯოგად შემოსეულები, როგორც იციან." ამბობს სანიკიძე.

შეგახსენებთ, საპარლამენტო ტრიბუნიდან ღარიბაშვილი სანიკიძეს თავს დაესხა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და "გამყიდველი" უწოდა, რაზეც სანიკიძემ მას დაგინებით უპასუხა.

ღარიბაშვილის შემდეგ, პარლამენტის დერეფანში გამოსულ სანიკიძეს "ოცნების" დეპუტატები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. მოგვიანებით კი იგივე ტერმინები სანიკიძის მისამართით ირაკლი კობახიძემ გაიმეორა

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი