ვგმობთ გუბაზ სანიკიძეზე განხორციელებულ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას - ენმ

გამოქვეყნდა:

რუსულ ოცნებას არანაირი მენტალური და მორალური რესურსი აღარ დარჩა,რომ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის გარეშე მოუსმინოს განსხვავებულ აზრს - ნათქვამია ენმ-ის განცხადებაში, რომელსაც პარტია პარლამენტში, პრემიერის დღევანდელ ინტერპელაციასა და მისი დასრულების შემდეგ მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით ავრცელებს:

"დღევანდელმა დღემ კიდევ ერთხელ ნათლად წარმოაჩინა მოღალატე, შეშინებული, ძალადობრივი რუსული ოცნების სახე.
რუსულ ოცნებას არანაირი მენტალური და მორალური რესურსი აღარ დარჩა,რომ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის გარეშე მოუსმინოს განსხვავებულ აზრს.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გმობს გუბაზ სანიკიძეზე განხორციელებულ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. ეს შემთხვევა არის რუსული ოცნების ძალმომრეობითი პოლიტიკის ნაწილი.
რუსული ოცნება დგას მხოლოდ ღია ძალადობაზე, რომელსაც ლეგიტიმაცია სრულად აქვს დაკარგული.
7-10 მარტის მოვლენებმა კარგად აჩვენა ვის აქვს რეალური ძალა ამ ქვეყანაში.
ძალა სიმართლეშია, ძალა ევროპაშია, ძალა ქართველ ხალხშია.
გამოვიდეთ 9 აპრილს, პარლამენტის წინ, 15:00 საათზე!
ვუთხრათ არა რუსულ მთავრობას, ვუთხრათ არა რუსულ რეპრესიებს ! 
გავიყვანოთ საქართველო სამშვიდობოს, შევიყვანოთ საქართველო ევროპაში!" ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, საპარლამენტო ტრიბუნიდან ირაკლი ღარიბაშვილი დღეს გუბაზ სანიკიძეს თავს დაესხა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და "გამყიდველი" უწოდა, რაზეც სანიკიძემ მას დაგინებით უპასუხა.

ღარიბაშვილის შემდეგ, პარლამენტის დერეფანში გამოსულ სანიკიძეს "ოცნების" დეპუტატები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. მოგვიანებით კი იგივე ტერმინები სანიკიძის მისამართით ირაკლი კობახიძემ გაიმეორა

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი