უკრაინისთვის MiG-29-ების გადაცემის გამო, რუსეთმა სლოვაკეთი 1997 წლის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა

გამოქვეყნდა:

რუსეთის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის ფედერალურმა სამსახურმა ФСВТС სლოვაკეთის მიერ უკრაინისთვის MiG-29 თვითმფრინავების გადაცემას "საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევა" უწოდა, - ინფორმაციას, BBC რუსული მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. 

ФСВТС ამტკიცებს, რომ ამ გზით სლოვაკეთის ხელისუფლებამ დაარღვია შეთანხმება სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ, რომელიც რუსეთთან 1997 წელს დაიდო. 

შეთანხმებაში ნათქვამი იყო, რომ სლოვაკეთს შეეძლო ამა თუ იმ იარაღის მესამე ქვეყნებისთვის გადაცემა, მაგრამ მხოლოდ რუსეთის, როგორც მათი მწარმოებლის თანხმობით.

"ჩვენ მივიჩნევთ სლოვაკეთის ამ ქმედებებს, როგორც არამეგობრულს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, რომელიც მიზნად ისახავს ორმხრივი ურთიერთობების განადგურებას“, - ნათქვამია  განცხადებაში

შეგახსენებთ, რომ სლოვაკეთმა უკრაინას 4 MiG-29 ტიპის თვითმფრინავი გადასცა და უახლოეს კვირებში კიდევ ცხრა ავიაგამანადგურებლის გადაცემას გეგმავს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი