თუ პუტინი ავსტრიაში ჩავა, მას დააპატიმრებენ და ჰააგის სასამართლოს გადასცემენ - საგარეოს განცხადება

გამოქვეყნდა:

ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თუ პუტინი ქვეყანაში ჩასვლას გადაწყვეტს ავსტრია შეასრულებს თავის ვალდებულებებს, როგორც რომის სტატუტის მხარე, დააპატიმრებს ვლადიმერ პუტინს და გადასცემს მას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს. 

"ავსტრია არის რომის სტატუტის მხარე. ეს ნიშნავს, რომ ავსტრია, ისევე როგორც ყველა სხვა მხარე, ვალდებულია ითანამშრომლოს ICC-თან. სასამართლოს მიერ გაცემული დაპატიმრების ორდერი უნდა შესრულდეს და სასამართლოს მიერ ძებნილი პირები უნდა დააკავონ.

კანონზე მაღლა არავინ დგას, რაც კონკრეტულად ნიშნავს, რომ ყველა დანაშაული უნდა იყოს სრულად გამოძიებული. არ უნდა იყოს დაუსჯელობა" - აცხადებენ უწყებაში 

შეგახსენებთ, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 17 მარტს პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა. პუტინს ბრალად ედება 2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ უკრაინიდან ბავშვების უკანონო დეპორტაცია. ორდერი გაიცა რუსეთის ბავშვთა საკითხების ომბუდსმენის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავებაზეც.  

მოსკოვი ბრალდებებს უარყოფს, გაცემულ ორდერს გმობს და აცხადებს, რომ ქვეყანა ICC-ის იურისდიქციას არ ცნობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი