რუსეთი ცდილობს, კიდევ 400 000 ჯარისკაცი კონტრაქტით აიყვანოს - Bloomberg 

გამოქვეყნდა:

რუსეთი ცდილობს, 400 000 ახალი ჯარისკაცი კონტრაქტით აიყვანოს - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Bloomberg ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, კრემლმა უარი თქვა უკრაინაში შემდგომი შეტევის გეგმებზე ამ გაზაფხულზე, მას შემდეგ რაც ვერ შეძლო წარმატებული ოპერაციების განხორციელება და წინსვლა ფრონტის ხაზზე. 

ახლა ხანგრძლივი ბრძოლისთვის კრემლი ცდილობს, 400 000-მდე ჯარისკაცს მოაწერინოს ხელი სამხედრო კონტრაქტზე, რათა ჯარის რიგები შეავსოს - ამის შესახებ როგორც Bloomberg წერს, იტყობინებიან რუსების გეგმის მცოდნე ადამიანები, რომლებმაც ანონიმურობის დაცვის პირობით ისაუბრეს.

სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ კრემლი წუხს, რომ ახალი მობილიზაცია პოლიტიკურად არაპოპულარული იქნება. სააგენტოს წყაროს ცნობით, რეკრუტირების ფართომასშტაბური კამპანია საშუალებას მისცემს კრემლს, თავიდან აიცილოს მორიგი მობილიზაცია 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ.

სტატიაში აღნიშნულია, რომ 2022 წლის შემოდგომის მობილიზაციამ შეარყია რუსული საზოგადოების ნდობა ხელისუფელბისადმი და ამავდროულად  "მილიონამდე რუსი" ქვეყნიდან გაიქცა. 

ცნობისთვის,  ნატოს გენერალურმა მდივანმა Guardian-თან ინტერვიუში თქვა, რომ "პუტინი არ გეგმავს მშვიდობას, დასავლეთი უნდა მოემზადოს გაჭიანურებული ომისთვის"

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი