რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს უახლოეს გეგმებში მშვიდობა არ შედის და ამიტომ დასავლეთი უნდა მოემზადოს კიევისთვის დახმარების მიწოდებისთვის კიდევ დიდი ხნის განმავლობაში - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა Guardian-თან ინტერვიუში ისაუბრა.
"სასტიკი ბრძოლები, რომელიც ამჟამად კონცენტრირებულია ბახმუტის ირგვლივ, აღმოსავლეთ უკრაინაში, ცხადყოფს, რომ რუსეთი მზადაა უბრალოდ ჩააგდოს ათაოსბით და ასიათასობით სხვა ჯარისკაცი, გაიღოს ბევრი მსხვერპლი მინიმალური მიღწევებისთვის" ,-თქვა მან.
სტოლტენბერგმა თქვა: "პუტინი არ გეგმავს მშვიდობას, ის გეგმავს უფრო მეტ ომს” და აღნიშნა, რომ რუსეთი ზრდის სამხედრო ინდუსტრიულ წარმოებას და ემსგავსება ისეთ ავტორიტარულ რეჟიმებს, როგორიცაა ირანი ან ჩრდილოეთ კორეა და სხვები.
შედეგად, აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია და სხვა დასავლური სახელმწიფოები მზად უნდა იყვნენ უკრაინის მხარდასაჭერად დიდი ხნის განმავლობაში იარაღით, საბრძოლო მასალისა და სათადარიგო ნაწილებით"- აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ჩართულია „გამანადგურებელ ომში“ და თქვა, რომ მას სურს ნატოს წევრები შეთანხმდნენ, რომ ალიანსის მომავალ სამიტზე, ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში, თავდაცვისთვის მშპ-ის მინიმუმ 2% დახარჯონ.