საქართველოში ამერიკის ელჩი, კელი დეგნანი ამბობს, რომ ბოლო პერიოდში მედიაგარემო ვიწროვდება და რომ მედიის თავისუფლება დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია. დეგნანს ჰკითხეს პრეზიდენტ ზურაბიშვილის განცხადებაზე "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით.
"რა თქმა უნდა, ეს მთლიანად პრეზიდენტის პრეროგატივაა, მაგრამ მე შემიძლია გითხრათ, რომ მედიის თავისუფლება დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია. ბოლო პერიოდში ჩვენ ვხედავთ, რომ მედიაგარემო ვიწროვდება, შესაბამისად დამოუკიდებელი, თავისუფალი მედიის არსებობა არის მნიშვნელოვანი, რათა მოსახლეობას ჰქონდეს საშუალება, მოისმინოს განსხვავებული ინფორმაცია და არ იყოს დამოკიდებული მხოლოდ ერთ მიმართულებაზე.
ჩვენ ყოველთვის გავაკეთებთ აქცენტს სიცოცხლისუნარიან, ძლიერ მედიაზე, იმიტომ რომ ეს მნიშვნელოვანია დემოკრატიის მშენებლობის პროცესში", - თქვა კელი დეგნანმა.
იხილეთ: