ივანიშვილზე გაკეთებული განცხადების გამო სარჯველაძე ზურაბიშვილს კვალიფიციურობას უწუნებს

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატი, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე პრეზიდენტს ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო, კვალიფიციურობას უწუნებს.

ზურაბიშვილმა თქვა, რომ ივანიშვილი ოლიგარქია, იმ გაგებით, რომ მას აქვს ფული, მედიაზე და პოლიტიკაზე გავლენა.

"იქ იყო ისეთი განცხადებები, რომლებიც, რა თქმა უნდა, პირდაპირ რომ ვთქვათ, ერთგვარად ძალიან კარგად ეწერება და ჰარმონიულია მათ შორის ოპოზიციის იმ ნაწილის დესტრუქციულ გეგმებთან, რომელიც რადიკალიზმით გამოირჩევა. და ერთგვარად მე დავინახე გარკვეული, ნებსით თუ უნებლიედ ამ სამსახურში ჩადგომა, რასაც ჰქვია ამ ქვეყანაში გარკვეული დესტრუქციული მიმართულებით პროცესების განვითარება.

როდესაც განცხადებებს აკეთებს იმასთან დაკავშირებით, რომ ვინმე ოლიგარქია, იცით რა არის, ოდნავ მეტი წინდახედულობა, ეს ერთი და მეორე, ალბათ კვალიფიციურობაზეც უნდა ვისაუბროთ, იმიტომ რომ ოლიგარქობა არ ნიშნავს მხოლოდ გარკვეული კაპიტალის ფლობას", - ამბობს სარჯველაძე.

იხილეთ ასევე: 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი