ივანიშვილი ოლიგარქია - ზურაბიშვილის აღიარება და მკაფიო გზავნილები "ოცნებისთვის"

გამოქვეყნდა:

აღიარება პრეზიდენტობის მეხუთე წელს. სალომე ზურაბიშვილმა ბიძინა ივანიშვილზე პირველად თქვა, რომ ის ოლიგარქია და აქვს გავლენა როგორც მედიაზე ისე პოლიტიკაზე. აღიარა ისიც, რომ პრემიერთან არ აქვს არანაირი კომუნიკაცია. ხელისუფლების ბევრი გადაწყვეტილება კი მისთვის გაუგებარია. რა მეორე ფრონტი?  -არც ამის თქმას მოერიდა და თამამად თქვა, რომ ვერავინ ვეღარ დაბლოკავს. პრეზიდენტი ღიად ალაპარაკდა ბევრ თემაზე, თუმცა უცვლელია მისი პოზიცია ნიკა გვარამიაზე. არ მალავს, რომ არ მოსწონს რეკომენდაციები და ზეწოლა, ნიკა გვარამიას შეწყალებაზე. სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ გადაწყვეტილება თავისუფლად უნდა მიიღოს და ისევ უპასუხოდ ტოვებს კითხვას, შეიწყალებს თუ არა ,,მთავარი არხის'' დამფუძნებელს - ,,რაც იქნება და როგორც იქნება, თავის დროზე გეტყვით. ამაზე მეტს ვერ გეტყვით.'' - აცხადებს ქვეყნის პრეზიდენტი, ამასობაში უკვე ერთი წელი ხდება რაც ნიკა გვარამია პატიმრობაშია.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი