ჩემი ქმარი ზის ციხეში მხოლოდ იმის გამო, რომ ხმა აღიმაღლა ტირანიისა და რუსული რეჟიმის წინააღმდეგ საქართველოში - სოფო ლილუაშვილის მიმართვა ვაშინგტონში, ფორუმის მონაწილეებს

გამოქვეყნდა:

ვაშინგტონში, კალი-ნოვსკის ფორუმი იმართება, რომელზეც მსოფლიოს ლიდერები და ექსპერტები ყოველწლიურად იკრიბებიან რათა ხელი შეუწყონ მსოფლიოში ავტორიტარიზმის წინააღმდეგ ბრძოლასა და დემოკრატიული პრინციპების განვითარებას. 

ფორუმში საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნინო ევგენიძეც მონაწილეობს. უკრაინაში რუსეთის ომთან დაკავშირებული საკითხების გარდა  განიხილება უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას ევროპული პერსპექტივის საკითხებიც. 

ამ კონტექსტში იმსჯელეს პოლიტპატიმრებზეც. ფორუმს ესწრებოდა მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მეუღლეც.

"მე ვარ პოლიტიკური პატიმრის, ნიკა გვარამიას მეუღლე. ჩემი ქმარი ზის ციხეში მხოლოდ იმის გამო, რომ მან ხმა აღიმაღლა ტირანიის, სიბნელისა და რუსული რეჟიმის წინააღმდეგ საქართველოში. ჩვენ, ქართველები, ვიბრძოლებთ, მაგრამ ჩვენ გვჭირდება თქვენი დახმარება, საერთაშორისო საზოგადოებისა და მეგობრების დახმარება" თქვა სოფო ლილუაშვილმა ფორუმის მონაწილეებისთვის სიტყვით მიმართვისას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი