ადგილობრივი მედიის ცნობით, ისრაელში დემონსტრანტები პრემიერის რეზიდენციაში შეღწევას ცდილობენ

გამოქვეყნდა:

ისრაელში დემონსტრაციები გრძელდება -ადგილობრივი მედიის ცნობით, ქვეყნის თავდაცვის მინისტრის გადაყენების შემდეგ, აქციის მონაწილეებმა ქუჩები გადაკეტეს, საბურავები დაწვეს და პრემიერ ნეთანიაჰუს რეზიდენციისკენ მიიწევენ. მედიის ცნობით, მომიტინგეებმა უსაფრთხოების ზომები გაარღვიეს და შენობაში შეღწევას ცდილობენ. 

შეგახსენებთ, სასამართლო რეფორმის შეჩერების შესახებ მოწოდების შემდეგ, ბენიამინ ნეთანიაჰუმ თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

იოავ გალანტი ისრაელის მთავრობას მოუწოდა შეეჩერებინა სასამართლო ცვლილების რეფორმის გატარება და განაცხადა, რომ ქვეყნის უსაფრთხოება საფრთხის წინაშე დგას.

ისრაელის მთავრობა რეფორმით უზენაესი სასამართლოს უფლებამოსილების შეზღუდვას გეგმავს. ცვლილების შედეგად, სასამართლოს საკანონმდებლო და აღმასრულებელ ორგანოებზე ნაკლები ბერკეტი ექნება. ცვლილებების კანონად ქცევის შემთხვევაში, მთავრობას საშუალება მიეცემა სასამართლოს გადაწყვეტილებები მინიმალური უმრავლესობით დაძლიონ და მოსამართლეები დანიშნონ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი