სასამართლო რეფორმის შეჩერების შესახებ მოწოდების შემდეგ, ნეთანიაჰუმ თავდაცვის მინისტრი გაათავისუფლა

გამოქვეყნდა:

სასამართლო რეფორმის შეჩერების შესახებ მოწოდების შემდეგ, ისრაელის პრემიერმინისტრმა ქვეყნის თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს და წერს, რომ იოავ გალანტის სავარაუდო შემცვლელად ისრაელის სოფლის მეურნეობის მინისტრი, განიხილება.

შეგახსენებთ, გალანტმა ისრაელის მთავრობას მოუწოდა შეეჩერებინა სასამართლო ცვლილების რეფორმის გატარება და განაცხადა, რომ ქვეყნის უსაფრთხოება საფრთხის წინაშე დგას.

ისრაელის მთავრობა რეფორმით უზენაესი სასამართლოს უფლებამოსილების შეზღუდვას გეგმავს. ცვლილების შედეგად, სასამართლოს საკანონმდებლო და აღმასრულებელ ორგანოებზე ნაკლები ბერკეტი ექნება. ცვლილებების კანონად ქცევის შემთხვევაში, მთავრობას საშუალება მიეცემა სასამართლოს გადაწყვეტილებები მინიმალური უმრავლესობით დაძლიონ და მოსამართლეები დანიშნონ.

მთავრობის ინიციატივას ქვეყანაში მასობრივი გამოსვლები და მრავალათასიანი საპროტესტო აქციები მოჰყვა, რომელშიც  მონაწილეობას იღებდნენ ისრაელის თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებიც. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი