
ისრაელის მედიის ინფორმაციით, ქვეყნის პრემიერმინისტრი, ბენიანიმ ნეთანიაჰუ ოფისში იმყოფება და "უსაფრთხოებისა და კანონის დისკუსიების" საათებს მართავს.
მედიის ცნობით, ნეთანიაჰუ განიხილავს, რომ გამთენიისას სასამართლო ცვლილების შეჩერება გამოაცხადოს, თუმცა ისრაელის იუსტიციის მინისტრი, იარივ ლევინი იმუქრება, რომ ამ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ის თანამდებობას დატოვებს.
ისრაელის მედია წერს, რომ პროტესტის ფონზე, კოალიციის უმრავლესობა კანონმდებლობის პროცესის შეჩერებას მხარს უჭერს.
შეგახსენებთ, ისრაელში მასშტაბური საპროტესტო აქციები უკვე რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს. დემონსტრანტები მთავრობის ინიცირებულ სასამართლო რეფორმას აპროტესტებენ. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გვიან ღამით ქვეყნის თავდაცვის მინისტრის გადაყენების შემდეგ, აქციის მონაწილეებმა ქუჩები გადაკეტეს, საბურავები დაწვეს და პრემიერ ნეთანიაჰუს რეზიდენციაში შეჭრას ცდილობდნენ. მედიის ინფორმაციით, დემონსტრანტებმა პოლიციის ბარიერები ვერ გადალახეს.