სასამართლო რეფორმის გამო, ისრაელში 27 მერი პრემიერმინისტრის რეზიდენციასთან შიმშილობას იწყებს

გამოქვეყნდა:

სასამართლო რეფორმის გამო, რომელმაც ისრაელში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია, ქვეყნის სხვადასხვა ქალაქის 27 მერი შიმშილობას აცხადებს.

მათი განცხადებით, ისინი შიმშილობას ისრაელის პრემიერმინისტრის ადმინისტრაციის ოფისის წინ, ხვალიდან დაიწყებენ.

"ჩვენ, ადგილობრივი ხელისუფლებების მერები, პოლიტიკური სპექტრის ყველა მხრიდან, ხვალ დილიდან ვიწყებთ შიმშილობას პრემიერმინისტრის ადმინისტრაციის ოფისის წინ, მოთხოვნით, რომ დასრულდეს ის უზარმაზარი კატასტროფა და კრიზისი, რომლისკენაც ისრაელი მიექანება, ქვეყნის უსაფრთხოების დარღვევის თავიდან აცილებისა და ერთიანობის შენარჩუნებისთვის", - ვკითხულობთ მერების საერთო განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ისრაელში მასშტაბური საპროტესტო აქციები უკვე რამდენიმე კვირაა რაც მიმდინარეობს. დემონსტრანტები მთავრობის მიერ ინიცირებულ სასამართლო რეფორმას აპროტესტებენ. 

საპროტესტო ტალღა დღეს მას შემდეგ გაძლიერდა, რაც ისრაელის პრემიერმინისტრმა გაათავისუფლა თავდაცვის მინისტრი, რომელმაც სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ გააკეთა განცხადება.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი