ხელისუფლება "ფრანკლინის კლუბზე" თავდასხმას ისევ აგრძელებს. კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გუშინ მას ექსტრემისტული მიზნებისთვის შექმნილი სამჭედლო უწოდა. თეა წულუკიანი ამბობს, რომ ფრანკლინის კლუბის გამოყენებას მისი შემქმნელები მომავალი წლის საარჩევნო პროცესებისთვის აპირებენ და ახალგაზრდები შესაძლოა, ანტისახელმწიფოებრივ პროცესებშიც კი ჩართონ.
მინისტრს "ფრანკლინის კლუბის" დამფუძნებელი, რეზი თოფურია პასუხობს და ამბობს, რომ ასეთი ფორმებით ხელისუფლება პირდაპირ ებრძვის ევროპულ მომავალს:
"თეა წულუკიანი არ არის პირველი ადამიანი მთავრობის მხრიდან, ბოლო 2-3 კვირის განმავლობაში სახეზეა ფრანკლინის მიმართ სეროზული დეზინფორმაციული კამპანია, რომლის ფარგლებშიც ხან სატანისტებს გვეძახის პრემიერმინისტრი, ხან ანარქისტებს, ახლა უკვე ექსტრემისტები გავხდით. მთავრობა, ნაცვლად იმისა, რომ მიხედოს ამ ქვეყანაში არსებულ ათასობით პრობლემას, ამ დროს არჩევს იმას, რომ 15-16 წლის ბავშვებს რაღაც ცუდი სიტყვები ეძახოს, მათ თითქოს მოუკლას ჟინი პოლიტიკური პროცესების უკეთესობისკენ ცვლილების. ჩვენ ვნახეთ ბოლოდროინდელ აქციებზე ახალგაზრდა თაობის დიდი ძალა, "ჯენზის" ძალა პოლიტიკურ პროცესებში და ამ ფორმით, მე მგონია, რომ მმართველი პარტია პირდაპირ ებრძვის ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს, იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც უნდათ უკეთეს, ევროპულ ქვეყანაში ცხოვრება. ყველა ამ ახალგაზრდას წინასწარვე უკლავს სურვილს იმისთვის რომ გაუჩინოს მათ უფრო მეტი ნიჰილისტური განწყობები, შეამკოს რაც შეიძლება მეტი ცუდი ტერმინით", - ამბობს რეზი თოფურია.
იხილეთ: