
"ქართული ოცნების" წევრი, ალუდა ღუდუშაური ლიეტუვის პარლამენტში საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის მიღებას გამოეხმაურა და ლიეტუვას მოუწოდა "პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტს".
"ყველას მოვუწოდებ, პატივი სცენ საქართველოს სუვერენიტეტს, ქართულ სახელმწიფოს და ქართველ ხალხს პატივი სცეს. აქედან გამომდინარე, თუ სააკაშვილთა მიმართებაში რამე ხდება, ხდება ის, რომ კარგად ვიხილეთ საახალწლოდ, არ ვიცი, სხვა კალორაჟის საკვებს მიირთმევდა ამ სიღრმეებში არ მინდა ჩავიდე, ეს ადამიანური გარემოებებია. გვარამიასთან მიმართებაში არის სასამართლოს გადაწყვეტილება, ასევე არის გასაჩივრების მექანიზმები, დაელოდონ, კეთილი ინებონ და თვალი გაუსწორონ იმას, რაც არის საქართველოს სუვერენიტეტი და პატივი სცენ", - თქვა ალუდა ღუდუშაურმა.
ლიეტუვის სეიმმა საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია 27 მარტს მიიღო. რეზოლუციაში ჩამოთვლილია ყველა პრობლემა, რაც ხელს უშლის საქართველოს ინტეგრაციას დასავლურ სტრუქტურებში. ლიეტუველი დეპუტატები მოუწოდებენ "ოცნების" ხელისუფლებას, გადაიყვანონ სამკურნალოდ საზღვარგარეთ მიხეილ სააკაშვილი, კანდიდატის სტატუსის მისაღებად განსაკუთრებულ ხელისშემშლელ ფაქტორად მოყვანილია ნიკა გვარამიას პატიმრობა, როგორც კრიტიკული ტელევიზიის დამფუძნებლის, რომლის გასამართლებაც კითხვებს აჩენს მართლმსაჯულების სამართლიანობაზე.