ცრუ კამპანია უნივერსიტეტის წინააღმდეგ - "საქართველოს უნივერსიტეტის" ხელმძღვანელობა დიპკორპუსის წარმომადგენლებს ხვდება

გამოქვეყნდა:

"საქართველოს უნივერსიტეტის" ადმინისტრაცია დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდება. განხილვის საგანი ხელისუფლების მხრიდან უნივერსიტეტის მიმართ დისკრედიტაციის კამპანიაა. "საქართველოს უნივერსიტეტის" წარმომადგენლები დიპლომატებს მიაწვდიან ინფორმაციას იმ დავის შესახებ, რომელიც მათ "ქართული ოცნების" ლიდერების წინააღმდეგ დაიწყეს.

"საქართველოს უნივერსიტეტი დიდი ხანია თანამშრომლობს ჩვენი მეგობარი ქვეყნების დიპლომატიურ წარმომადგენლებთან, სხვადასხვა ორგანიზაციებთან, ამიტომ ჩვენ ჩავთვალეთ აუცილებლად მათთვის მიგვეწოდებინა სწორი ინფორმაცია საქართველოს უნივერსიტეტის, მისი მისიის, მისი დაფუძნების შესახებ, მით უმეტეს იმ ცრუ კამპანიის ფონზე, რაც ამჟამად მიმდინარეობს ჩვენი უნივერსიტეტის ირგვლივ. სარჩელი შეტანილია ბატონი ირაკლი ღარიბაშვილისა და ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ, სარჩელი ეხება იმ ცრუ ინფორმაციას, თითქოს "საქართველოს უნივერსიტეტის" შეძენა მოხდა 1 ლარად", - თქვა რექტორმა, კონსტანტინე თოფურიამ.

ცნობისთვის, პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ "საქართველოს უნივერსიტეტი" გიული ალასანიას 1 ლარად გადაეცა. მოგვიანებით იგივე კობახიძემაც გაიმეორა. უნივერსიტეტმა არაერთხელ განაცხადა, რომ გიული ალასანიამ და მანანა სანაძემ უნივერსიტეტი 2004 წელს ნულიდან შექმნეს. რექტორი ამბობს, რომ შენობები საჯარო აუქციონზე, დაახლოებით 4 მილიონ ამერიკულ დოლარად შეიძინეს და აღნიშნული თანხა საბანკო სესხით მიიღეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი