რესპუბლიკურის კლინიკური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად თეა თავართქილაძე დაინიშნა - პროტესტი გრძელდება

გამოქვეყნდა:

რესპუბლიკურ საავადმყოფოში ექიმების პროტესტი გრძელდება. ორასამდე ექიმი კლინიკის მეორე სართულზეა შეკრებილი. ისინი ითხოვენ რეაბილიტაცია ისე ჩატარდეს, რომ მათ პარალელურად მუშაობა შეძლონ. ექიმებმა მოითხოვეს პრემიერთან და ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრაც. ზურაბ აზარაშვილმა თქვა, რომ ექიმებს მომდევნო კვირაში შეხვდება და საავადმყოფოსთან დაკავშირებით არსებულ გეგმას დეტალურად გააცნობს. 

არსებული ინფორმაციით, კლინიკური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად თეა თავართქილაძე დაინიშნა, ხოლო ხარისხის მართვის ხელმძღვანელის პოზიციას მირანდა კოხრეიძე დაიკავებს.

პორტესტის მონაწილეების მოთხოვნა დირექტორატის წევრების შეცვლაზე უცვლელი რჩება.

"მოხდეს რეაბილიტაცია, მოხდეს განახლება, რაზეც ჩვენ თანახმანი ვართ, ოღონდ მხოლოდ იმ პირობებში, როდესაც ჩვენ აქ ვიმუშავებთ. ეს არის ჩვენი მოთხოვნა, უცვლელი რჩება ის მოთხოვნა, რომ კლინიკის გენერალური დირექტორი, რომელიც მესამე დღეა არ ცხადდება კლინიკაში, ანუ აღარაა ჩვენი დირექტორი", - თქვა ექიმმა ლუზია ხიდაშელმა.

ექიმები განცხადებას 12:00 საათზე გააკეთებენ.

ცნობისთვის, რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა თანამდებობა გუშინ დატოვა.

ავტორი: საბა ბუაძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი